სსიპ აჭარის მუზეუმმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იმამურა აკირას უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები, იაპონიის საელჩოს მიერ რეაბილიტირებული ოქროს ფონდი და საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს.გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს წარმატებულ თანამშრომლობას და განიხილეს განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.